ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფო ბათუმში
საავადმყოფო ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
პარასკევს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა, იუწყება „პირველი არხი“.
ტრაგედიის მომენტში ზვიად თავდგირიძე სახლში იმყოფებოდა, მისი ოჯახის წევრები კი სასეირნოდ იყვნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა - აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, კოჭ-წვივის სახსრის ღია მოტეხილობა.
როგორც კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს, პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს.
„შეიმჩნევა დადებითი დინამიკა, იგი კონტაქტურია უკვე და აღარ არის მართვით სუნთქვაზე. პაციენტი ჯერ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მალე შესაძლოა, პალატაში გადავიყვანოთ“, – განაცხადეს კლინიკა „მედცენტრში“.
Фото с места обрушения подъезда жилого дома в Батуми. Спасатели ищут выживших - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ბათუმში სახლის ჩამონგრევის მომენტიდან 24 საათი გავიდა: ბოლო ინფორმაცია
აღსანიშნავია, რომ ზვიად თავდგირიძის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნას ესწრებოდა მისი ბაბუა, ქირურგი აკაკი ბერიძე. მისი თქმით, ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს, რადგან მისი შვილიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
„დღეისთვის, ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა უკეთესია - ყოველდღიურად უმჯობესდება“, - განაცხადა ბერიძემ.
შვილიშვილის გადარჩენისთვის, ის მადლობას უხდის კოლეგებს.
„მოვინახულე, ერთად გავაკეთეთ შეხვევა, ექსტუბაციასაც (ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა) ვესწრებოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჯანდაცვის სისტემის, ჩემი კოლეგების, ბათუმისა და თბილისის ექიმების მიერ გადარჩა, თორემ 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია. ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია“, - აღნიშნავს აკაკი ბერიძე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ზვიად თავდგირიძე ერთადერთი ადამიანია, ვინც ტრაგედიის დროს კორპუსში იყო და სიკვდილს გადაურჩა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი ორიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0