https://sputnik-georgia.com/20211009/ziudo-giorgi-serazadasvilma-msoflios-axalgazrduli-cempionati-moigo-260396712.html
ძიუდო: გიორგი შერაზადიშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
ძიუდო: გიორგი შერაზადიშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
Sputnik საქართველო
გიორგი შერაზადიშვილმა ფინალამდე ყველა შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო, ხოლო ფინალში რუსი სპორტსმენი ვაზარის უპირატესობით დაამარცხა. დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს... 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T16:38+0400
2021-10-09T16:38+0400
2021-10-09T16:38+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260393134_134:114:1353:800_1920x0_80_0_0_a067cbb44b865f5301a3ca2719e37deb.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში რუსი ადამ ცეჩოევი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.20 წლის შერაზადიშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და მიყოლებით მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს და ყაზახ აიან ბაიგაზის სუფთა გდებებით მოუგო. ნახევარფინალში გიორგიმ უკრაინელი არტიომ ბუბირი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა.დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წარმომადგენელი გავიდა. 90კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა და ლაშა მღებრიშვილმა იასპარეზეს და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ.საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთი ოქროს მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებული, რომელსაც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილი დაესაკუთრა.დღეს ოქროს მედლისთვის კიდევ ორი ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს შეხვდება, ხოლო მძიმე წონაში საბა ინანეიშვილი გაჩემპიონებას უნგრელ რიხარდ შიპიოცთან დაპირისპირებით ეცდება.დღესვე იასპარეზებს მეოთხედფინალში დამარცხებული ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც რეპეშაჟში ბრაზილიელ დანიელ ლემეს და სილვას აჯობა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ინანეიშვილთან დამარცხებულ მამარასულოვთან იბრძოლებს.მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის საქართველოს წარმოადგენს 13 ძიუდოისტი - ცხრა ვაჟი და ოთხი გოგონა.
https://sputnik-georgia.com/20211009/saberznettan-mayureblis-garese-gadawyvetileba-batumis-tragedias-ukavsirdeba-260394899.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260393134_319:80:1282:802_1920x0_80_0_0_af56fcc9993aa80a37ab9831eff3ddc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ძიუდო: გიორგი შერაზადიშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
გიორგი შერაზადიშვილმა ფინალამდე ყველა შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო, ხოლო ფინალში რუსი სპორტსმენი ვაზარის უპირატესობით დაამარცხა. დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს კიდევ სამი წარმომადგენელი ეყოლება.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში რუსი ადამ ცეჩოევი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
20 წლის შერაზადიშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და მიყოლებით მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს და ყაზახ აიან ბაიგაზის სუფთა გდებებით მოუგო. ნახევარფინალში გიორგიმ უკრაინელი არტიომ ბუბირი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წარმომადგენელი გავიდა. 90კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა და ლაშა მღებრიშვილმა იასპარეზეს და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთი ოქროს მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებული, რომელსაც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილი დაესაკუთრა.
დღეს ოქროს მედლისთვის კიდევ ორი ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს შეხვდება, ხოლო მძიმე წონაში საბა ინანეიშვილი გაჩემპიონებას უნგრელ რიხარდ შიპიოცთან დაპირისპირებით ეცდება.
დღესვე იასპარეზებს მეოთხედფინალში დამარცხებული ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც რეპეშაჟში ბრაზილიელ დანიელ ლემეს და სილვას აჯობა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ინანეიშვილთან დამარცხებულ მამარასულოვთან იბრძოლებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის საქართველოს წარმოადგენს 13 ძიუდოისტი - ცხრა ვაჟი და ოთხი გოგონა.