სომხეთის პრემიერმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ღარიბაშვილს სამძიმარი გამოუცხადა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება და დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობა უსურვა
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ​ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმარი გამოუცხადა, იუწყება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ბათუმში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
თბილისი დგას ბათუმის გვერდით: კალაძე თბილისობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.
სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0