„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

© photo: Sputnik / Stringerენმ-ის მომხრეთა აქცია ზუგდიდში 2021 წლის 9 ოქტომბერს
ენმ-ის მომხრეთა აქცია ზუგდიდში 2021 წლის 9 ოქტომბერს - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა აქციაზე ყველა პარტია მოიწვია და მოუწოდა მხარდამჭერებს საწყენად არ მიიღონ, თუ ვინმე უარს იტყვის აქციაში მონაწილეობაზე
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. მასშტაბური საპროტესტო აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება თბილისში თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს 18:00 საათზე, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აქციაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა.
„უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის“, - განაცხადა მელიამ.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა აქციაზე ყველა პარტია მოიწვია და მოუწოდა მხარდამჭერებს ნუ განაწყენდებიან, თუ ვინმე უარს იტყვის აქციაში მონაწილეობაზე.
„ეს მათი უფლებაა“, - აღნიშნა მან.
ნიკა მელია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
არჩევნები 2021
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა ზუგდიდში მსვლელობა გამართეს
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მეცხრე დღე რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს. პარასკევს ბასილაიამ აღნიშნა, რომ შიმშილობის მერვე დღეს ექს-პრეზიდენტმა 12 კგ დაიკლო. დღეს მისმა ექიმმა ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მას ანემია ეწყება და მისი ანალიზების პასუხები დამაიმედებელი არ არის. სააკაშვილის შეყვარებულმა, ელიზავეტა იასკომ, რომელმაც ის ციხეში მოინახულა, აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ეწყება.
სააკაშვილს, რომელზეცშიდასახელმწიფოებრივი ძებნაიყო გამოცხადებული, საქართველოშისისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალიწაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოშიდაუსწრებლად განაჩენიგამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდროგირგვლიანის მკვლელობისსაქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიისდა დეპუტატ ვალერიგელაშვილის ცემისფაქტებზე. პირველ საქმეზემას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთააქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია„ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონებისუკანონოდ დაუფლების, აგრეთვესახელმწიფო დაცვისსპეციალური სამსახურისკუთვნილი 9.024.367 ლარისმისი პირადი მიზნებისთვისგაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოგანხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0