Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა ზუგდიდში მსვლელობა გამართეს

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია აქციაზე
ნიკა მელია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მეთაურობით ზუგდიდში იმყოფება
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ზუგდიდის ცენტრში აქციაზე, რომელიც მთავარმა ოპოზიცურმა ძალამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ შეკრიბა.
აქცია წუთიერი დუმილით გაიხსნა - ბათუმში ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელმაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ბედნიერები ვიქნებოდით, რომ ჩვენი დღევანდელი ეს შეკრება მხოლოდ საპროტესტო ხასიათის ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ დღეს თითოეული ჩვენგანი ვართ ჭირისუფლები და თითოეული ჩვენგანი ვგლოვობთ ბათუმსა და მთელ საქართველოში მომხდარ ტრაგედიას. როდესაც ასეთი მძიმე ტრაგედია ხდება ქვეყანაში უფერულდება ამის ფონზე ყველაფერი. მივაგოთ პატივი მათ სულებს და ხსოვნას" , - განაცხადა აქციაზე ნიკა მელიამ.
ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ ვერ დახუჭავენ თვალს იმ უკანონობაზე, რომელიც საოლქო კომისიაში ხდება.
„როდესაც ვიცოდით, რომ დუმილი ხელს უწყობს ხელისუფლებას რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ და არც მივეცით და ამიტომაც გამოვედით ახლა“, - განაცხადა მელიამ.
ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა მსვლელობით გაიარეს საოლქო კომისიის შენობამდე, რომლის გარშემო პოლიცია განლაგდა.
ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც კენჭისყრის შედეგების მიხედვით მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ პირველ ადგილზე გავიდა. ანზორ მელიამ მოიპოვა 46,88%, ხოლო მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან მამუკა წოწერიამ მხოლოდ 41,15%. ახლა ორივე კანდიდატი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება.
ზუგდიდში ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ზუგდიდში ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა – ვიდეო
ზუგდიდის ოლქში ოპოზიციურმა პარტიამ მაღალი შედეგი აჩვენა ასევე საკრებულოს არჩევნებზე, სადაც 43,16% აიღო, მაშინ როდესაც მმართველმა პარტიამ - 40,06%.
„ნაცმოძრაობის“ მთავარი პრეტენზიები ეხება მაჟორიტარულ არჩევნებს. საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის შემდეგ პარტიამ საკრებულოში რამდენიმე მანდატი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0