https://sputnik-georgia.com/20211009/mixeil-saakasvikma-saertasoriso-tanamegobrobas-mimarta-260390819.html
მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა
მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა
Sputnik საქართველო
სააკაშვილის დაკავებიდან მეცხრე დღეს სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის და, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გაიმართება. 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T13:02+0400
2021-10-09T13:02+0400
2021-10-09T13:02+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/42/248434276_0:79:3139:1845_1920x0_80_0_0_0600033c881883c274d84283ae1c2a28.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს სასამართლო მოსმენებს, რათა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე მისი საჯაროდ გამოსვლა არ დაუშვას.საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური თბილისის ჩათვლით 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მეცხრე დღეა, იმყოფება. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ამ დროისთვის მას აღენიშნება ანემია და მან 12 კგ დაიკლო.სააკაშვილის თქმით, მისი დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე.სააკაშვილის დაკავებიდან 9 დღე გავიდა და სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. სააკაშვილის თქმით, და მოსამართლემ მის ადვოკატს ახლახან აცნობა, რომ სასამართლო მოსმენა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გაიმართება.ის იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალს მიღმა არ აღმოჩნდება მისი დაკავება, რასაც ის „არაკანონიერი ტყვეობის საქმეს“ უწოდებს.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211009/mixeil-saakasvilis-piradi-eqimi-misi-analizebis-pasuxebi-damaimedebeli-ar-aris-260385794.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/42/248434276_205:0:2934:2047_1920x0_80_0_0_67d5663191cc6fc7dd409268f1e64d6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა
სააკაშვილის დაკავებიდან მეცხრე დღეს სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის და, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გაიმართება.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს სასამართლო მოსმენებს, რათა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე მისი საჯაროდ გამოსვლა არ დაუშვას.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური თბილისის ჩათვლით 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მეცხრე დღეა, იმყოფება. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ამ დროისთვის მას აღენიშნება ანემია და მან 12 კგ დაიკლო.
სააკაშვილის თქმით, მისი დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე.
„საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე საქმის საფუძველზე ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს“, - წერს სააკაშვილი თავის
Facebook-გვერდზე.
სააკაშვილის დაკავებიდან 9 დღე გავიდა და სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. სააკაშვილის თქმით, და მოსამართლემ მის ადვოკატს ახლახან აცნობა, რომ სასამართლო მოსმენა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გაიმართება.
„ეს არის აშკარა მცდელობა, რომ არ დაუშვან ჩემი საჯაროდ გამოსვლა არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე, სადაც თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩემი პარტიის შედეგები თანაბარია ივანიშვილის პარტიის შედეგებთან“, - წერს სააკაშვილი.
ის იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალს მიღმა არ აღმოჩნდება მისი დაკავება, რასაც ის „არაკანონიერი ტყვეობის საქმეს“ უწოდებს.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.