https://sputnik-georgia.com/20211009/kvaracxelia-da-cakvetaze-ertad-saniolma-ziriradi-tertmeteuli-daasaxela-260400407.html
კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთად - სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა
კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთად - სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა
Sputnik საქართველო
საქართველო-საბერძნეთის მატჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები კი მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვლენ. 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T19:43+0400
2021-10-09T19:43+0400
2021-10-09T19:43+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671611_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_d5d815c4c5ccacefedd1a9762295966e.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები.2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეტევით ხაზში საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა შეარჩია. საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს „ჯვაროსნებიდან“ ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე შეუტევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოთხ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთად არასდროს უთამაშიათ.ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ასე გამოიყურება:საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, აბურჯანია - ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.საბერძნეთი(3-4-3): ვლახოდიმოსი - ჰაციდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი - ანდრუცოსი, სიოპისი, ბუხალაკისი, ციმიკასი - მასურასი, ბაკასეტასი, პავლიდისი.ამასთან, რამდენიმე საათის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა. გადაწყვეტილება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.უწყებათაშორისი საბჭოს 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მაყურებლის 33% უნდა დასწრებოდა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ოთხი წაგებისა და ერთი ნათამაშები ფრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო, რიგით მე-7 შეხვედრას სამშაბათს, 12 ოქტომბერს, კოსოვოში გამართავს.
https://sputnik-georgia.com/20211009/saberznettan-mayureblis-garese-gadawyvetileba-batumis-tragedias-ukavsirdeba-260394899.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671611_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_2374281f86718ecd094ff70182d83c7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთად - სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა
საქართველო-საბერძნეთის მატჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები კი მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვლენ.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები.
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეტევით ხაზში საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა
შეარჩია. საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს „ჯვაროსნებიდან“ ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე შეუტევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოთხ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთად არასდროს უთამაშიათ.
ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ასე გამოიყურება:
საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე - კანკავა, აბურჯანია - ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
საბერძნეთი(3-4-3): ვლახოდიმოსი - ჰაციდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი - ანდრუცოსი, სიოპისი, ბუხალაკისი, ციმიკასი - მასურასი, ბაკასეტასი, პავლიდისი.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა. გადაწყვეტილება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
უწყებათაშორისი საბჭოს 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მაყურებლის 33% უნდა დასწრებოდა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ოთხი წაგებისა და ერთი ნათამაშები ფრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო, რიგით მე-7 შეხვედრას სამშაბათს, 12 ოქტომბერს, კოსოვოში გამართავს.