ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ვიზიტით იმყოფება

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
ფაშინიანთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, შეასრულოს შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და უკვე შეხვდა თავის კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სადაც კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში გამოვიდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
სომხეთის პრემიერმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ღარიბაშვილს სამძიმარი გამოუცხადა
ფაშინიანთან შეხვედრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, შეასრულოს შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
24 სექტემბერს ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოდის წინადადებით – შეიქმნას „სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა“, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეს ბაქოსა და ერევანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის თბილისში პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც მონაწილეობას დასავლელი პარტნიორებიც მიიღებენ.
საქართველომ ივნისში შუამავლის ფუნქცია იკისრა, როცა ხელი შეუწყო დაკავებული 15 სომეხი ჯარისკაცის გათავისუფლებას, ასევე აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში დანაღმული ველების რუკის გადაცემას.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვაც თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.
ყველა ახალი ამბავი
0