ბათუმი ნანგრევების ქვეშ მოყოლილებისთვის ლოცულობს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
სანთლები და ლოცვა – ეს ერთადერთია, რაც ადამიანებს ჩამონგრეული სახლის ქვეშ მოყოლილებისთვის შეუძლიათ გააკეთონ.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმი 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, ასობით ადამიანი შეიკრიბა.
შეიკრიბნენ არა მხოლოდ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ნათესავები და ახლობლები, არამედ მეზობელი ქუჩების მცხოვრებლებიც. ისინი შემოსაზღვრული ტერიტორიის გასწვრივ სანთელბით ხელში დგანან და მათი გადარჩენისთვის ლოცლობენ, რომლებსაც უკვე 12 საათზე მეტია, მაშველები ნანგრევებში ეძებენ. თითოეულ გადარჩენილ სიცოცხლეს კი ოვაციებით ხვდებიან.
სამაშველო სამუშაოები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
კიდევ ერთი გადარჩენილი: ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს
ადამიანებითა სავსე მთელი ქუჩა. ისინი სამაშველო ოპერაციას აკვირდებიან ავტოფარეხებისა და ახლომდებარე სახლების სახურავებიდან, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10–დან 15 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის სამი ბავშვია. მაშველებმა ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს – ქალისა და მამაკაცის. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. პირველი მაშველებმა 2 წლის ბავშვი გადაარჩინეს, რომელიც ავტომობილში იყო, რომელსაც ბეტონის ფილები დაეცა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.
ყველა ახალი ამბავი
0