აზერბაიჯანი უსამძიმრებს საქართველოს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliტრაგედია ბათუმში. მაშველები
ტრაგედია ბათუმში. მაშველები  - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
თბილისი, 9 ოქტომბერი- Sputnik. აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ადამიანების დაღუპვის გამო, ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციამ ძალიან დაგვამწუხრა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობარი საქართველოს მიმართ,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მიუსამძიმრა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ბათუმში საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის შესახებ, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარს გიცხადებთ პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს მოსახლეობას, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას”, – ნათქვამია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
სომხეთის პრემიერმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ღარიბაშვილს სამძიმარი გამოუცხადა
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0