https://sputnik-georgia.com/20211008/zugdidis-saolqo-komisias-policia-icavs-260367762.html
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – რა ვითარებაა ადგილზე
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – რა ვითარებაა ადგილზე
Sputnik საქართველო
ცესკო ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T17:41+0400
2021-10-08T17:41+0400
2021-10-08T21:30+0400
არჩევნები 2021
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/04/249925248_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_326fc3263ac40123fc4731d87d5abd5e.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – სამართალდამცველები როგორც შენობის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე იმყოფებიან.„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება. მათი თქმით, არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ გახსნეს დალუქული ბიულეტენები.„ზუგდიდში ხალხმა მოიგო არჩევნები მიუხედავად ყველაფრისა. რაც არ უნდა მოიპარონ და გადაწერონ, ზუგდიდი გამარჯვებულია. მოუწევთ ამ უკანონობაზე პასუხის გაცემა", – განაცხადა პარტია „დროას” თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ. ოპოზიციის ბრალდებებს საოლქო კომისიაში აბსურდულს უწოდებენ.„ყველა საკითხთან დაკავშირებით მე მივიღე კანონიერი გადაწყვეტილება“, – განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.ცესკო მხარეებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.როგორც ბრიფინგზე იოსელიანმა განაცხადა, ზუგდიდის საოლქო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ, ღამით დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ოთხ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გადათვლას ეხებოდა. „ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები იქნა წამოყენებული, თითქოს გაბათილებული ბიულეტენები გაიხსნა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩასწორდა და თავიდან დაილუქა“, – აღნიშნა იოსელიანმა.მისი თქმით, რეალურად საოლქო კომისიაში პროცესი – დალუქული კონვერტების გახსნა და გაბათილებული ბიულეტენების დათვლა გამჭვირვალედ განხორციელდა, რასაც ესწრებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.ამ დროისათვის პოლიციამ შენობიდან ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
https://sputnik-georgia.com/20211007/saqartvelos-axali-politikuri-ruka-ra-achvena-archevnebma-260312260.html
https://sputnik-georgia.com/20211006/cesko-monacemebi-seicvala-121-ubansi-260294357.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/04/249925248_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5b72d2abbbe2762ab5cd069923446c20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – რა ვითარებაა ადგილზე
17:41 08.10.2021 (განახლებულია: 21:30 08.10.2021) ცესკო ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – სამართალდამცველები როგორც შენობის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე იმყოფებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება. მათი თქმით, არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ გახსნეს დალუქული ბიულეტენები.
„ზუგდიდში ხალხმა მოიგო არჩევნები მიუხედავად ყველაფრისა. რაც არ უნდა მოიპარონ და გადაწერონ, ზუგდიდი გამარჯვებულია. მოუწევთ ამ უკანონობაზე პასუხის გაცემა", – განაცხადა პარტია „დროას” თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის ბრალდებებს საოლქო კომისიაში აბსურდულს უწოდებენ.
„ყველა საკითხთან დაკავშირებით მე მივიღე კანონიერი გადაწყვეტილება“, – განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.
„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ საშუალებას, მედიას ზუსტი და დეტალური ინფორმაცია გააცნოს და მასზე მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
ცესკო მხარეებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
როგორც ბრიფინგზე იოსელიანმა განაცხადა, ზუგდიდის საოლქო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ, ღამით დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ოთხ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გადათვლას ეხებოდა.
„ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები იქნა წამოყენებული, თითქოს გაბათილებული ბიულეტენები გაიხსნა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩასწორდა და თავიდან დაილუქა“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისი თქმით, რეალურად საოლქო კომისიაში პროცესი – დალუქული კონვერტების გახსნა და გაბათილებული ბიულეტენების დათვლა გამჭვირვალედ განხორციელდა, რასაც ესწრებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ამ დროისათვის პოლიციამ შენობიდან ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გამოიყვანა.