Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცესკო: მონაცემები შეიცვალა 121 უბანში

© photo: Sputnik / Stringerბიულეტენები
ბიულეტენები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
საოლქო კომისიები ხმების დათვლასთან დაკავშირებულ ასობით საჩივარს იხილავენ.
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კანონით სავალდებულო რაოდენობის უბნის ბიულეტენები გადაითვალა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი ხუთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები.
მიხეილ სააკაშვილის  მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ბრიფინგი: თვითმმართველობის არჩევნების შედეგები – ვითარება საქართველოში
ცესკოს ინფორმაციით, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 უბნის ბიულეტენები. ხელახალი გადათვლა არ მომხდარა კრწანისის ოლქში, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა.
„უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66,7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცესკოს მტკიცებით, ცვლილებების შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადათვლის ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები.
ამასობაში მმართველი პარტია და ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. მათი ინფორმაციით, საოლქო კომისიები ხმების დათვლასთან დაკავშირებულ ასობით საჩივარს იხილავენ. თითოეულმა მთავარმა პარტიამ გაასაჩივრა წაგებული უბნები, სადაც, მათი მონაცემების თანახმად, უზუსტობები არის შედეგებსა და თავად ოქმებშიც.
გიორგი გახარია არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
„ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ მასკარადი მოაწყვეს – გახარიამ არჩევნების შედეგები შეაფასა
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
პროპორციული სიებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 46,74%-ით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7%, ხოლო მესამეზე – ექს-პრემიერ გახარიას „საქართველოსთვის – 7,8%.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0