„სავარაუდოდ რვა“: ბათუმის მერიაში ნანგრევებში მოყოლილების რაოდენობა დათვალეს

© photo: Sputnik / Stringerკატატსროფა ბათუმში
კატატსროფა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში დღეს ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, რვა ადამიანს ეძებენ, განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ.

„ჩვენი სერვის-ცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, [იქიდან გამომდინარე] დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც ალბათ იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანებისა – სამსახურში. ასე რომ, რვა ადამიანია, სავარაუდოდ, ნანგრევებში“, – აღნიშნა ლელა სურმანიძემ.

მან იქვე დააზუსტა, რომ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა, VI-VII სართულზე ბინა კი მხოლოდ ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. შესაბამისად, „ჯამში 12 ოჯახის საცხოვრებელია ჩამონგრეული“.
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ნანგრევებში 20-მდე ადამიანია მოყოლილი – ბათუმის მერობის კანდიდატი
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0