ნანგრევებში 20-მდე ადამიანია მოყოლილი – ბათუმის მერობის კანდიდატი

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 20-მდე ადამიანია მოყოლილი, განაცხადა ბათუმის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „დღის სტუმარი“.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი დედა-შვილის გულის ამაჩუყებელი ფოტო ვრცელდება
კირთაძე ამბობს, რომ ამ წუთებში მაშველები მუშაობენ, რათა ადგილი ნანგრევებისგან სწრაფად გაიწმინდოს და მათი ამოყვანა მოხერხდეს.

„ახლაც აქ ვართ, ურთულესი ვითარებაა, საშინელება ხდება, როგორც გვეუბნებიან, 20-მდე ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი, მათ შორის ბავშვები. სამაშველო სამსახური მუშაობს. ახლა მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურის ეფექტური მუშაობა, რათა მოხდეს ნანგრევებში ჩარჩენილების გადარჩენა, ესაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ნაწილი მათგანი კონტაქტზეა, მაშველებმა იციან ადგილი", – თქვა გიორგი კირთაძემ.

საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი 2 წლამდე ბავშვი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. მაშველებთან კონტაქტზე გამოვიდა ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი. ისინი ამბობენ, რომ სუნთქვა შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0