თავდაცვის ძალების შემადგენლობის რიცხოვნობა 37 ათასს არ გადააჭარბებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ჯარი
ქართული ჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად შევიდა განკარგულება „2022 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“.
დადგენილების თანახმად, თავდაცვის ძალების რიცხოვნობა 37 ათას ადამიანს არ გადააჭარბებს.
შესაბამისად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი რჩება.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, რეზერვისტებსა და თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებზე.
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკი სპეცტექნიკით განახლდა
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.
ქვეყანაში სამხედრო გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება – შემოდგომასა და გაზაფხულზე.
ყველა ახალი ამბავი
0