შსს-ს ბათუმში სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არა აქვს

© photo: Sputnik / Stringerსახლის ჩამონგრევის ადგილი ბათუმში
სახლის ჩამონგრევის ადგილი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
მონაცემები ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებისა და გადარჩენილების შესახებ შსს-ს ვებ-გვერდზე პერიოდულად, ინფორმაციის მიღებისთანავე გამოქვეყნდება.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ინტენსიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს 26 მაისის ქუჩაზე, სადაც ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.
მაშველებმა ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. რამდენის გადარჩენა მოხერხდა ამ დროისთვის, ამის თაობაზე შსს-ს ჯერ ზუსტი მონაცემები არა აქვს.
„ამ დროისათვის ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. შესაბამისი სამსახურები ჩართული არიან. ინფორმაციას ვებ-გვერდზე ვათავსებთ“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შსს-ში.
ფოტო ჩამონგრეული სახლის ადგილიდან ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს
გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არა აქვს ასევე აჭარის მთავრობის მეთაურს თორნიკე რიჟვაძეს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სამუშაოები მიმდინარეობს და არ შეწყდება, სანამ ნანგრევებიდან ყველას არ ამოიყვანენ.
ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო დღეს, შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში დაახლოებით 10–15 ადამიანი მოყვა.
ყველა ახალი ამბავი
0