Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

სააკაშვილი: მქონდა შესაძლებლობა ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ პირველ ტურში გამარჯვებულ მანუჩარ ფიფიას ხმები ქურდულად მოპარეს.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა და მოსახლეობას ხვალ, 9 ოქტომბერს ზუგდიდში დაანონსებულ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

„ის უკანონობა, რომელსაც სჩადიან ზუგდიდში და აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა, წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი. ეს არის შეუცდომლად თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება უნდა დაიწყოს ისევ სამეგრელოდან", – ნათქვამია მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდელებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს მანუჩარ ფიფიას.
„სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენ კანდიდატს ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა გამარჯვებას ართმევენ. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ზუსტად ვიცი რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში ის, რომ ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ერთად ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, – წერს სააკაშვილი მიმართვაში.
საოლქო საარჩევნო კომისია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
არჩევნები 2021
„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში „ამომრჩეველთა ხმების დასაცავად“ აქციას გამართავს
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი წერილში მამამისსაც მიმართავს და ამბობს, რომ შიმშილობა მისთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა. სააკაშვილის თქმით, ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ჯანმრთელობა.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა" აყალიბებდა საკრებულოში უმრავლესობას, მაგრამ საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთ-ერთი უბნის შედეგები გადათვალა და მონაცემები „ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა. ხელახლა დათვლამდე „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების" კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულით პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი დამარცხებულად გამოაცხადეს და ამასთან დაკავშირებით ხვალ, 9 ოქტომბერს ზუგდიდში აქცია დააანონსა.
ყველა ახალი ამბავი
0