Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში „ამომრჩეველთა ხმების დასაცავად“ აქციას გამართავს

© photo: Sputnik / Stringerსაოლქო საარჩევნო კომისია ზუგდიდში
საოლქო საარჩევნო კომისია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამარჯვება ჩამოართვა.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) ქალაქ ზუგდიდში საპროტესტო აქციას ჩაატარებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, აქციის მიზეზი საოლქო კომისიის განცხადება გახდა, რომლის მიხედვით „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი მანუჩარ ფიფია ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა" აყალიბებდა საკრებულოში უმრავლესობას, მაგრამ საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთ-ერთი უბნის შედეგები გადათვალა და მონაცემები „ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა. ხელახლა დათვლამდე „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ორი ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების" კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა. კერძოდ, ფიფიას 1.182 ხმა ჰქონდა (41,213%), ხოლო მის კონკურენტს მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ სოსო გოგოხიას – 1.180 ხმა (41,144%).
ზუგდიდში ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ზუგდიდში ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა – ვიდეო
„ქართულმა ოცნებამ" უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, ვიდრე აქამდე ჩაუდენია მას საარჩევნო პროცესში. როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ოპოზიცია გაცილებით მეტ მანდატს ფლობს, პირველ ტურში გამარჯვებული ჩვენი მაჟორიტარია, გუშინ, ღამით ხელოვნურად დაძრეს ხმის გადათვლის პროცესი და ის დამარცხებულად გამოაცხადეს“, – განაცხადა მელიამ.
ზუგდიდის საარჩევნო კომისიასთან პარასკევს პოლიცია იყო მობილიზებული.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება. ისინი აცხადებენ, რომ არის თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ გახსნეს დალუქული ბიულეტენები.
აქცია სამეგრელოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
არჩევნები 2021
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას პოლიცია იცავს – რა ვითარებაა ადგილზე
ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდული უწოდეს საოლქო კომისიაში. ფაქტზე კომენტარი გააკეთეს ასევე ცესკოში და მოვლენებს ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდეს.
როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ზუგდიდის საოლქო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ, ღამით დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ოთხ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გადათვლას ეხებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0