https://sputnik-georgia.com/20211008/kaxetsi-epidemiologiuri-mdgomareoba-gauaresda-260377689.html
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა
Sputnik საქართველო
დღეს კორონავირუსი 2.661 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან ინფიცირების 420 ახალი შემთხვევა კახეთში გამოვლინდა. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T22:00+0400
2021-10-08T22:00+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
კახეთი
განათლება საქართველოში
საქართველოს რეგიონები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991348_0:0:3331:1875_1920x0_80_0_0_5b475e37f2f85a6529af332932892fa5.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში ეპიდემილოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი, განაცხადა განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, კახეთში, საჯარო სკოლებში 4 ოქტომბრიდან ამ დრომდე კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სოფელ ახაშნისა და ჩუმლაყის სკოლებში დაფიქსირდა. დღის განმავლობაში COVID-19 ჯამში 16 მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც კორონავირუსი ორ მოსწავლესა და ერთი მასწავლებელს დაუდასტურდა.გუშინ თბილისში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში, ხოლო 4 ოქტომბერს სასწავლო დაწესებულებებში განახლდა.
https://sputnik-georgia.com/20211008/kovid-vitareba-regionebis-mixedvit-260345999.html
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991348_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_c1433a8f02f516a9a3e6841bfc570899.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კახეთი , განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, კახეთი , განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონები, covid-19
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა
22:00 08.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) დღეს კორონავირუსი 2.661 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან ინფიცირების 420 ახალი შემთხვევა კახეთში გამოვლინდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში ეპიდემილოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი, განაცხადა განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.
როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, კახეთში, საჯარო სკოლებში 4 ოქტომბრიდან ამ დრომდე კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენ დამატებით რეგულაციები შევიმუშავეთ, სკოლებს დავურიგეთ და მათ შესაძლებლობა აქვთ, ყოველ ინდივიუუალურ შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე მობილობის შესამცირებლად, სკოლას შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული სწავლება, რათა ამ გზით მოხდეს ვირუსის გავრცელების რისკის შემცირება. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა და მშობლების დიდი უმრავლესობა აუცრელია", - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სოფელ ახაშნისა და ჩუმლაყის სკოლებში დაფიქსირდა. დღის განმავლობაში COVID-19 ჯამში 16 მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც კორონავირუსი ორ მოსწავლესა და ერთი მასწავლებელს დაუდასტურდა.
გუშინ თბილისში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში, ხოლო 4 ოქტომბერს სასწავლო დაწესებულებებში განახლდა.