Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

30 გარდაცვლილი: კოვიდ-ვითარება რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.661-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 628.719-ს მიაღწია.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.661 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 803 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 559, კახეთი – 420, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 293, ქვემო ქართლი – 158, შიდა ქართლი – 116, აჭარა – 105, სამცხე-ჯავახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 58, გურია – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: მონაცემები განახლდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.661-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 628.719-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 597.654 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.274), გარდაიცვალა – 9.192 (ბოლო 24 საათში – 30). კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.201 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 660 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 36.840 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22.119, PCR–ტესტით – 14.721.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო 7 დღის – 6,16%.
სულ ჩატარებულია 1.853.296 აცრა, ერთ დღეში აცრილია 8.331 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0