https://sputnik-georgia.com/20211008/gomelauri-savaraudod-erti-adamianis-cxedari-naxes-260380551.html
გომელაური: სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი
გომელაური: სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი
Sputnik საქართველო
მაშველები ფრთხილად მუშაობენ, რომ ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დაიღუპონ, განაცხადა მინისტრმა 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T23:34+0400
2021-10-08T23:34+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/78/246827882_0:32:3000:1720_1920x0_80_0_0_c2d960d3927b72c22bf85678b2834054.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს შუადღისას ჩამოინგრა.ვახტანგ გომელაური ბათუმში ტრაგედიის ადგილზე იმყოფება და მოვლენებს პირადად აკონტროლებს.მან აღნიშნა, რომ ნანგრევებში კიდევ დაახლოებით ათი ადამიანია, შეიძლება ორი ან სამი ბავშვი იყოს, მაგრამ ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. მისი თქმით სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ მიიყვანენ საქმეს. ამასთან, მაშველები ფრთხილობენ, რომ ამ სამუშაოების შესრულებისას ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დაიღუპონ.„ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი. მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ბეტონების და სინკარების გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში“, – განაცხადა მინისტრმა.შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
https://sputnik-georgia.com/20211008/batumsi-nangrevebidan-axalgazrda-mamakaci-amoiyvanes-260379696.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/78/246827882_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_e2cdc33a95f1abdaaad280171008d2fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
გომელაური: სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი
23:34 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) მაშველები ფრთხილად მუშაობენ, რომ ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დაიღუპონ, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს შუადღისას ჩამოინგრა.
ვახტანგ გომელაური ბათუმში ტრაგედიის ადგილზე იმყოფება და მოვლენებს პირადად აკონტროლებს.
„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
მან აღნიშნა, რომ ნანგრევებში კიდევ დაახლოებით ათი ადამიანია, შეიძლება ორი ან სამი ბავშვი იყოს, მაგრამ ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. მისი თქმით სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ მიიყვანენ საქმეს. ამასთან, მაშველები ფრთხილობენ, რომ ამ სამუშაოების შესრულებისას ნანგრევებქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დაიღუპონ.
„ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი. მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ბეტონების და სინკარების გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში“, – განაცხადა მინისტრმა.
შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.