ბათუმში სახლის ჩამოშლის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
ადამიანები დახმარებას შემთხვევის ადგილზეც ცდილობენ. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში მაშველებს ეხმარებიან.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ფონდმა „იალქანმა“ და ბათუმის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარონ.
ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ბათუმის მერიის წინასწარი მონაცემებით, ჩამონგრეულ ნაწილში იმ მომენტისთვის დაახლოებით რვა ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ სამი გამოვიდა.
მომხდართან დაკავშირებით ფონდ „იალქნის“ თანამშრომლებმა დახმარების შესახებ განაცხადეს. ფონდმა ქალაქში რამდენიმე შტაბი გახსნა დასახმარებლად.
ნგრევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ბათუმში კაცი ნანგრევებში მაშველებთან ერთად მეუღლეს და შვილს ეძებს – ფოტო
ფონდის შტაბები გახსნილია ჭავჭავაძის ქუჩაზე №32 და №27-ში. იქ შესაძლებელია ცხელი საკვების მიღება, ფსიქოლოგისა და მედდების მხრიდან დახმარება. არის ტერიტორია, სადაც შეიძლება 10 ადამიანის მოთავსება, რეზერვშია ორი ბინა, სადაც შეიძლება დაშავებულების განთავსება, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ასევე გამოცხადდა „ცხელი ხაზის“ ნომერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დახმარების თხოვნა.
აუცილებელი ნივთების შეგროვებისკენ მოუწოდებენ სოციალურ ქსელებშიც.
„ხალხო, სადმე მოვაგროვოთ პირველადი ნივთები, ტანსაცმელი და საკვები ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის“, – წერს Jeni Kvantaliani.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ღარიბაშვილი ბათუმშია: პრემიერი ადგილზე ეცნობა ვითარებას
„მეგობრებო, დღევანდელი ჩამონგრევით დაზარალებულს თუ იცნობთ, ვისაც დასჭირდება ღამის გასათენებელი, გთხოვთ, მომწეროთ. შევიფარებთ რამდენიმე ადამიანს. საკვები, ტანსაცმელი, პირველადი ნივთები, გთხოვთ, ან მომწერეთ, ან დაზარალებულს მიეცით საკონტაქტო“, – დაწერა მელანო მახარაძემ.
ადამიანები დახმარებას ცდილობენ შემთხვევის ადგილზეც. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამტვრევებს ერთმანეთს ხელით აწვდიან, მაშველებს ეხმარებიან იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.
ყველა ახალი ამბავი
0