ბათუმში კაცი ნანგრევებში მაშველებთან ერთად მეუღლეს და შვილს ეძებს – ფოტო

© photo: Sputnik / Stringerნგრევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები
ნგრევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში კაცი მაშველებს ეხმარება, რათა ნანგრევებში მოყოლილი მეუღლე და შვილი იპოვოს. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
ხუთ საათზე მეტია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებშია მოყოლილი დაახლოებით 15-მდე ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის მეოთხე არასრულწლოვანი წევრი შემთხვევის დროს სკოლაში იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ არაფერი იცის, რადგან პედაგოგები და კლასელები ცდილობენ სწავლის პროცესით გაიყვანონ დრო, სანამ მაშველებისგან რაიმე ინფორმაციას მიიღებენ.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები ნანგრევებში მოყოლას იმით გადაურჩნენ, რომ სკოლაში იმყოფებოდნენ, ამჟამად ეძებენ ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრს და სტუმარს.
ამ დროისათვის მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანა შეძლეს.
ყველა ახალი ამბავი
0