ხბოს ხორცი საზიანოა მათთვის, ვისაც... ექიმის განმარტება

CC BY-SA 2.0 / megan.chromik / Grilled Steakსაქონლის ხორცი
საქონლის ხორცი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. იმ ადამიანებმა, ვისაც სახსრების დაავადებები აწუხებს, უარი უნდა თქვან ან მინიმუმამდე დაიყვანონ ხბოს ხორცის მიღება, ვინაიდან ამას მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი.
მისი თქმით, საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა პოლიართრიტი, პოდაგრა და სხვ.
შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2020
თუ ხორცის შეძენას აპირებთ: როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი პროდუქცია
როგორც სპეციალისტმა განმარტა, ხბოს ხორცი შეიცავს პურინს, რომელიც ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვებას უწყობს ხელს. ხოლო სასარგებლო თვისებებს ის ხშირად კარგავს იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი მას არასწორად ამზადებს.

„ჩემი რეკომენდაციაა – ხბოს ხორცის მომზადების sous vid ტექნოლოგია, როდესაც საკვები დაბალ ტემპერატურაზე მზადდება ვაკუუმში. თუმცა ასევე შეიძლება მისი ღუმელში გამოცხობაც და ჩაშუშვაც“, − წერს საკუთარ Instagram-ზე დიეტოლოგი.

ექიმის თქმით, მათ, ვისაც სახსრები აწუხებს, ხბოს ან ნებისმიერი სხვა წითელი ხორცი კვირაში მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება მიირთვან. ამის ძირითადი მიზეზია ამინოჟავები და არგინინი, რომლებიც ცილის შემადგენლობაში შედის და ინსულინოგენური თვისებები აქვს.
მწვანე ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
ვის ეკრძალება მწვანე ჩაი: ექიმი რისკებს განმარტავს
თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სახსრების პრობლემა არ აქვს, თამამად შეუძლია, ზოგ შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა მიირთვას ეს პროდუქტი.
„ხბოს ხორცში ქოლესტერინი იმაზე ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ძროხისაში. ამიტომ კარგია, თუ მას პატარა ბავშვებისა და ხანდაზმულების რაციონში ჩართავთ“, – წერს სპეციალისტი.
ამასთან ფუსმა ხაზი გაუსვა, რომ ხბოს ხორცი ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტია და ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა რკინა, სპილენძი და ვიტამინი B12.
ყველა ახალი ამბავი
0