ვის ეკრძალება მწვანე ჩაი: ექიმი რისკებს განმარტავს

© Pixabay / ivabalkმწვანე ჩაი
მწვანე ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მწვანე ჩაი ერთ-ერთ საუკეთესო მატონიზირებელ სასმელად მიიჩნევა, მაგრამ მისი სმა ზოგი ადამიანისთვის იკრძალება, წერს დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი საკუთარ Instagram-ზე.
სპეციალისტის თქმით, მწვანე ჩაი მდიდარია В1, В2, Р და РР ვიტამინებით, მინერალური მარილებით, ეთერზეთებით, ტანინითა და კოფეინით. ამასთან ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ორგანიზმის გამწმენდ და ბაქტერიციდულ ფუნქციას ასრულებს.
ბოსტნეული ჭადრაკის დაფაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2019
მწვანე ჩაი და სტაფილო ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ – ექსპერიმენტის შედეგი
მიუხედავად ამისა, დიეტოლოგი ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში მწვანე ჩაის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. მაგალითად, სასმელი დიდი რაოდენობით, მით უმეტეს მაგარი ნაყენი, რეკომენდებული არ არის ორსულებისთვის, ვინაიდან ის შეიცავს კოფეინს და ხელს უშლის ფოლიუმის მჟავის ათვისებას.
სწორედ ამავე მიზეზით არ შეიძლება მწვანე ჩაის სმა გლაუკომისა და ჰიპერტონიის შემთხვევებში.
მწვანე ჩაიში შემავალი ტანინი გავლენას ახდენს ორგანიზმში რკინის დონეზე და ამასთან ნეგატიურად აისახება კალციუმისა და მაგნიუმის ათვისებაზე. გამომდინარე აქედან, სპეციალისტი გირჩევთ, არ მიირთვათ მწვანე ჩაი არც ჭამის დროს და არც უშუალოდ ჭამის შემდეგ. ჯობს ეს საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ გააკეთოთ.
ჩაის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2018
ინგლისელი მეცნიერები: ხილის ჩაი ჯანმრთელობისთვის საშიშია
გარდა ამისა, ტანინს შეუძლია ლორწოვანა გარსი გააღიზიანოს, ამიტომ მწვანე ჩაი რეკომენდებული არ არის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების შემთხვევაში.
როგორც სპეციალისტი ამბობს, მწვანე ჩაის შერჩევისას ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ:
ბოთლებში ჩამოსხმული ცივი ჩაი — ეს ჩაი კი არა, არამედ საღებავებითა და გემოს გამაძლიერებლებით სავსე სასმელია;
ჯობს არ დაამატოთ ჩაის არომატიზატორები ან რაიმე სახის დანამატები თუ დამატკბობლები;
აირჩიეთ ხარისხიანი და ნატურალური მწვანე ჩაი დიდი ფოთლებით — ამ შემთხვევაში სასმელისგან მეტ სარგებელს მიიღებთ;
ყველაზე დაბალი ხარისხის ჩაი — ეს პაკეტის ჩაია, თუნდაც ის მსოფლიოში ცნობილი ფირმის იყოს;
ნუ დალევთ დღეში 3-4 ფინჯანზე მეტ ჩაის. ჯანმრთელი ადამიანისთვის უსაფრთხო ზღვარი დღე-ღამეში 400 მგ კოფეინია, თუმცა ჯობს 200-250 მილიგრამით შემოიფარგლოთ. ერთ ფინჯან მწვანე ჩაიში დაახლოებით 30-50 მგ კოფეინი შედის;
ჩაი არ ცვლის წყალს. წყალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სვათ;
ნუ გამოიყენებთ ადრე დაყენებულ ჩაის — ყოველ ჯერზე ახალი უნდა მიირთვათ.
ყველა ახალი ამბავი
0