https://sputnik-georgia.com/20211007/saqartvelo-montenegro-prezidentebis-sexvedra-260330820.html
საქართველოსა და მონტენეგროს თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები
საქართველოსა და მონტენეგროს თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები
Sputnik საქართველო
მონტენეგროს მეთაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T18:24+0400
2021-10-07T18:24+0400
2021-10-07T22:29+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/36/243323648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_3e4352f04b26ac9c4b3669a7ea0d9e07.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო მონტენეგროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა.მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს, 7 ოქტომბერს ეწვია. პირველი შეხვედრა მან ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან გამართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებების შემდეგ მათ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.მისი თქმით, მონტენეგრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს „ამ პოლიტიკურად რთულ რეგიონში“.ჯუკანოვიჩმა ყურადღება გაამახვილა ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში.„ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაში შევძლებთ თანამშრომლობის გაუმჯობესებას, ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთის უკეთესად გაცნობას შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმიც და ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ჯუკანოვიჩმა.მონტენეგროს პრეზიდენტმა თავისი კოლეგა სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში მიიწვია.„გიწვევთ მონტენეგროში. აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ ჩვენთან, როცა შესაძლებლობა გექნებათ“, – აღნიშნა ჯუკანოვიჩმა.სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, ჯუკანოვიჩის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა.„ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოს და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კოლეგის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა, რადგან 2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ახლა კი ქვეყანა მეორე ტურისთვის ემზადება.ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური ვითარება.ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.საქართველომ და მონტენეგრომ დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში.
https://sputnik-georgia.com/20211007/montenegros-prezidenti-saqartvelos-ewveva-260301766.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/36/243323648_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_d2f2c3fb1663d9922abc0617d6b8ae8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოსა და მონტენეგროს თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები
18:24 07.10.2021 (განახლებულია: 22:29 07.10.2021) მონტენეგროს მეთაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო მონტენეგროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა.
მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს, 7 ოქტომბერს ეწვია. პირველი შეხვედრა მან ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან გამართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებების შემდეგ მათ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„ჩემი სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი იყო ჩვენი მეგობრობა უფრო გაგვეღრმავებინა და გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ. აქტიურად ვადევნებთ თვალს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში და ასევე რეგიონში“, – განაცხადა ჯუკანოვიჩმა.
მისი თქმით, მონტენეგრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს „ამ პოლიტიკურად რთულ რეგიონში“.
ჯუკანოვიჩმა ყურადღება გაამახვილა ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
„ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაში შევძლებთ თანამშრომლობის გაუმჯობესებას, ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთის უკეთესად გაცნობას შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმიც და ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ჯუკანოვიჩმა.
მონტენეგროს პრეზიდენტმა თავისი კოლეგა სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში მიიწვია.
„გიწვევთ მონტენეგროში. აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ ჩვენთან, როცა შესაძლებლობა გექნებათ“, – აღნიშნა ჯუკანოვიჩმა.
სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, ჯუკანოვიჩის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა.
„ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოს და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კოლეგის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა, რადგან 2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ახლა კი ქვეყანა მეორე ტურისთვის ემზადება.
ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური ვითარება.
„განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხები – ეს იქნება საპარლამენტო თუ პოლიტიკური კონსულტაციების დონეზე – ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურული კუთხით, რამეთუ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას რეალურ და კონკრეტულ სახეს მისცემს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის რეალური დამეგობრებისთვის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველომ და მონტენეგრომ დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში.