მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიმონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი
მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს, 7 ოქტომბერს ეწვევა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა.
სახელმწიფოს მეთაურები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.
საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წელს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში.
ყველა ახალი ამბავი
0