https://sputnik-georgia.com/20211007/saarcevno-komisiebs-1700-sacivris-ganxilva-mouwevt-260337970.html
საარჩევნო კომისიებს 1700 საჩივრის განხილვა მოუწევთ
საარჩევნო კომისიებს 1700 საჩივრის განხილვა მოუწევთ
Sputnik საქართველო
საოლქო კომისიებს საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვთ და საჩივრების განხილვა 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება, აცხადებენ ცესკოში 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T22:17+0400
2021-10-07T22:17+0400
2021-10-07T22:17+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121231_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e7f7280b4432d4a3aa6d26e5798d84d8.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ხმების დათვლის პროცედურასთან და თავად კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით პარტიებისა და დამკვირვებლებისგან შესულია 1702 საჩივარი, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.აქედან ადგილობრივი დამკვირვებლებისგან შესულია 561 საჩივარი, ხოლო პარტიებისგან - 1141.ამასთან 852 საჩივარი შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენი უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.ცესკოში აღნიშნავენ, რომ ახალი კანონმდებლობით, საოლქო კომისიებს საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვთ. ამგვარად, საჩივრების განხილვა 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.ამის შემდეგ პარტიებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს კომისიების გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისთვის 2 დღე ექნებათ. არსებული კანონმდებლობით, სასამართლოები საჩივრების განხილვას ორ დღეში დაასრულებენ. ამგვარად, არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესი 13 ოქტომბერს დასრულდება.საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 51,92%-ს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211006/cesko-monacemebi-seicvala-121-ubansi-260294357.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121231_130:0:1269:854_1920x0_80_0_0_27ce0a11ea8287b5922dab4646f816be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
საარჩევნო კომისიებს 1700 საჩივრის განხილვა მოუწევთ
საოლქო კომისიებს საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვთ და საჩივრების განხილვა 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება, აცხადებენ ცესკოში
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ხმების დათვლის პროცედურასთან და თავად კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით პარტიებისა და დამკვირვებლებისგან შესულია 1702 საჩივარი, ნათქვამია ცესკოს
განცხადებაში.
აქედან ადგილობრივი დამკვირვებლებისგან შესულია 561 საჩივარი, ხოლო პარტიებისგან - 1141.
ამასთან 852 საჩივარი შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენი უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ ახალი კანონმდებლობით, საოლქო კომისიებს საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვთ. ამგვარად, საჩივრების განხილვა 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ამის შემდეგ პარტიებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს კომისიების გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისთვის 2 დღე ექნებათ. არსებული კანონმდებლობით, სასამართლოები საჩივრების განხილვას ორ დღეში დაასრულებენ. ამგვარად, არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესი 13 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.815.776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 51,92%-ს შეადგენს.