https://sputnik-georgia.com/20211007/romeli-vaqcinebit-gaketdeba-buster-doza-gabunia-260331301.html
რომელი ვაქცინებით გაკეთდება ე.წ. ბუსტერ-დოზა – თამარ გაბუნიამ განმარტა
რომელი ვაქცინებით გაკეთდება ე.წ. ბუსტერ-დოზა – თამარ გაბუნიამ განმარტა
Sputnik საქართველო
იმუნიზაციის საბჭომ მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ-დოზის გამოყენებას გარკვეულ შემთხვევებში მხარი დაუჭირა. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T18:52+0400
2021-10-07T18:52+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252403502_0:192:2960:1857_1920x0_80_0_0_d15d1009aff433f31e12deedc62a6d9e.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ბუსტერ-დოზის გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით მოხდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.იმუნიზაციის საბჭომ გარკვეულ შემთხვევებში ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთებას მხარი დაუჭირა.კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერ-დოზის გაკეთება შეუძლიათ 50 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ პირებს, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის პროფესიის მქონე ადამიანებს, მაგალითად, სამედიცინო პერსონალს, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრებ პირებსა და იქ დასაქმებულ თანამშრომლებს.„მხოლოდ AstraZeneca-ს გამოყენება არ ხდება ბუსტერის შემთხვევაში, მაგრამ Pfizer-ის, Sinopharm-ის და Sinovac-ის გამოყენება ხდება და მოქალაქეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციით, რომელი ვაქცინით აიცრას", – განმარტავს თამარ გაბუნია.როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ იმ პირებს რომლებიც ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში აპირებენ გამგზავრებას და ამ შემთხვევაში კონკრეტულად Pfizer-ით აცრა სჭირდებათ. ისინი ბუსტერ-დოზის გაკეთებას მეორე დოზიდან 28 დღეში შეძლებენ.რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არც რისკ-ჯგუფში შედიან და არც საზღვარგარეთ არ აპირებენ გამგზავრებას, მათთვის ჯერჯერობით ბუსტერ-დოზის აუცილებლობა, კლინიკური საჭიროებიდან და პანდემიური საჭიროებიდან გამომდინარე, დაბალია.„რა თქმა უნდა, თუ საჭირო არ არის, ვერ მივუთითებთ", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულები თანდათან იკლებს.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.844.965 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 995.019 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 849.946 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. 6 ოქტომბერს აიცრა 7.815 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211007/vis-acrian-buster-dozit-imunizaciis-sabwos-gadawyvetileba-260316154.html
https://sputnik-georgia.com/20210927/janmo-kovid-vaqcinebis-busterul-dozebze-moratoriumi-wlis-bolomde-unda-dawesdes-259948470.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252403502_115:0:2846:2048_1920x0_80_0_0_5b6b2f4c12cc361ea6a13d5f338531b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
რომელი ვაქცინებით გაკეთდება ე.წ. ბუსტერ-დოზა – თამარ გაბუნიამ განმარტა
18:52 07.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) იმუნიზაციის საბჭომ მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ-დოზის გამოყენებას გარკვეულ შემთხვევებში მხარი დაუჭირა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ბუსტერ-დოზის გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით მოხდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
იმუნიზაციის საბჭომ გარკვეულ შემთხვევებში ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთებას მხარი დაუჭირა.
კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერ-დოზის გაკეთება შეუძლიათ 50 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ პირებს, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის პროფესიის მქონე ადამიანებს, მაგალითად, სამედიცინო პერსონალს, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრებ პირებსა და იქ დასაქმებულ თანამშრომლებს.
„მხოლოდ AstraZeneca-ს გამოყენება არ ხდება ბუსტერის შემთხვევაში, მაგრამ Pfizer-ის, Sinopharm-ის და Sinovac-ის გამოყენება ხდება და მოქალაქეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციით, რომელი ვაქცინით აიცრას", – განმარტავს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქალაქისთვის, რომელიც აიცრა Sinopharm-ის ორი დოზით და მას სურვილი აქვს მესამე დოზით ისევ Sinopharm-ით აიცრას, ბუსტერისთვის გამოყენებული იქნება Sinopharm-ი. იგივე ვრცელდება Sinovac-ზეც, თუმცა მოქალაქეს, რომელიც აცრილია ჩინური ვაქცინებით, შეუძლია აიცრას Pfizer-ის მესამე ე.წ. ბუსტერ-დოზითაც. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ იმ პირებს რომლებიც ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში აპირებენ გამგზავრებას და ამ შემთხვევაში კონკრეტულად Pfizer-ით აცრა სჭირდებათ. ისინი ბუსტერ-დოზის გაკეთებას მეორე დოზიდან 28 დღეში შეძლებენ.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არც რისკ-ჯგუფში შედიან და არც საზღვარგარეთ არ აპირებენ გამგზავრებას, მათთვის ჯერჯერობით ბუსტერ-დოზის აუცილებლობა, კლინიკური საჭიროებიდან და პანდემიური საჭიროებიდან გამომდინარე, დაბალია.
„რა თქმა უნდა, თუ საჭირო არ არის, ვერ მივუთითებთ", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
27 სექტემბერი 2021, 23:48
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულები თანდათან იკლებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.844.965 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 995.019 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 849.946 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,8%. 6 ოქტომბერს აიცრა 7.815 ადამიანი.