https://sputnik-georgia.com/20210927/janmo-kovid-vaqcinebis-busterul-dozebze-moratoriumi-wlis-bolomde-unda-dawesdes-259948470.html
ჯანმო: კოვიდ-ვაქცინების ბუსტერულ დოზებზე მორატორიუმი წლის ბოლომდე უნდა დაწესდეს
ჯანმო: კოვიდ-ვაქცინების ბუსტერულ დოზებზე მორატორიუმი წლის ბოლომდე უნდა დაწესდეს
Sputnik საქართველო
ჯანმოს ექსპერტები არაერთხელ მოუწოდებდნენ ქვეყნებს, უარი ეთქვათ კორონავირუსის საწინააღმდეგო რევაქცინაციის პროგრამებზე 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T23:48+0400
2021-09-27T23:48+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877846_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e35196b421d5310dca1ecdd2c238d212.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კვლავ მოუწოდა ქვეყნებს, წლის ბოლომდე დაიცვან მორატორიუმი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერულ დოზებზე, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ლიონში გამართულ პრესკონფერენციაზე.ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც აკრიტიკებს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივ რევაქცინაციას. ნაშრომის ავტორები არიან სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები, მათ შორის ჯანმოს წარმომადგენლები - უფროსი მეცნიერ მუშაკი სუმია სვაინატანი და ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი.ნაადრევი რევაქცინაციის საფრთხე უკავშირდება როგორც ადენოვირუსის საფუძველზე შექმნილ პრეპარატებს, ისე რნმ-ვაქცინებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბუსტერის ზედმეტად ხშირმა ან ნაადრევმა შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს მიოკარდიტი (საუბარია რნმ-ვაქცინებზე, ანუ Pfizer-სა და Moderna-ზე) ან გიენ-ბარეს სინდრომი ( ამ შემთხვევაში საუბარია ადენოვირუსის საფუძველზე შექმნილ ვაქცინებზე, მათ შორის AstraZeneca-სა და „სპუტნიკ V“-ზე)კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რევაქცინაციამ, რომელიც არ ემყარება საიმედო მონაცემებსა და ანალიზს, შესაძლოა შეამციროს ნდობა ვაქცინების მიმართ და პირველადი ვაქცინაციით მიღებული ეფექტი.
https://sputnik-georgia.com/20210711/Pfizer-koronavirusis-winaaRmdeg-mesame-dozas-saWirod-miiCnevs-252283362.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877846_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_615816c6c7079953f449f2003665f5f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო: კოვიდ-ვაქცინების ბუსტერულ დოზებზე მორატორიუმი წლის ბოლომდე უნდა დაწესდეს
23:48 27.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) ჯანმოს ექსპერტები არაერთხელ მოუწოდებდნენ ქვეყნებს, უარი ეთქვათ კორონავირუსის საწინააღმდეგო რევაქცინაციის პროგრამებზე
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კვლავ მოუწოდა ქვეყნებს, წლის ბოლომდე დაიცვან მორატორიუმი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერულ დოზებზე, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ლიონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მოგეხსენებათ, ჯანმოს პოლიტიკა ითვალისწინებს წლის ბოლომდე მორატორიუმს ბუსტერულ დოზებზე. რა თქმა უნდა, ბუსტერული დოზები შეიძლება გამოუყონ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, მორატორიუმი წლის ბოლომდე ამ გამონაკლისით იქნას დაცული“, - განაცხადა მან.
ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც აკრიტიკებს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივ რევაქცინაციას. ნაშრომის ავტორები არიან სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები, მათ შორის ჯანმოს წარმომადგენლები - უფროსი მეცნიერ მუშაკი სუმია სვაინატანი და ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი.
ნაადრევი რევაქცინაციის საფრთხე უკავშირდება როგორც ადენოვირუსის საფუძველზე შექმნილ პრეპარატებს, ისე რნმ-ვაქცინებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბუსტერის ზედმეტად ხშირმა ან ნაადრევმა შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს მიოკარდიტი (საუბარია რნმ-ვაქცინებზე, ანუ Pfizer-სა და Moderna-ზე) ან გიენ-ბარეს სინდრომი ( ამ შემთხვევაში საუბარია ადენოვირუსის საფუძველზე შექმნილ ვაქცინებზე, მათ შორის AstraZeneca-სა და „სპუტნიკ V“-ზე)
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რევაქცინაციამ, რომელიც არ ემყარება საიმედო მონაცემებსა და ანალიზს, შესაძლოა შეამციროს ნდობა ვაქცინების მიმართ და პირველადი ვაქცინაციით მიღებული ეფექტი.