„საწამლავი პოლიტიკურ სხეულში": აშშ-ის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილსა და სააკაშვილზე

© Facebook / US Embassyიან კელი
იან კელი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
იან კელი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მან სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირად ძალაუფლებას ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ამის შესახებ დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.
როგორც ყოფილმა ელჩმა განაცხადა, მსგავსი პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებშიც საკმაოდ არიან.

„ორივე მათგანი საწამლავია პოლიტიკურ სხეულში, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე მაღლა კონფლიქტსა და პერსონალურ ძალაუფლებას აყენებს“, – დაწერა იან კელიმ სოციალურ ქსელში.

საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა ადრე განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა.
„მორალური ფსკერი" – ოპოზიცია ღარიბაშვილის წერილს აფასებს>>>
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში არალეგალურად დაბრუნება და თვითმმართველობის არჩევნებამდე მისი დაკავება დღეს ნომერი პირველი თემაა ქვეყანაში. როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, იგი სამშობლოში „ქართული ოცნების" სახით „უზურპატორთა" მმართველობის დასასრულებლად დაბრუნდა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, სააკაშვილს ნარკოდამოკიდებული უწოდა და მის წინააღმდეგ ახალი ხმაურიანი ბრალდებები წამოაყენა.
ყველა ახალი ამბავი
0