„მორალური ფსკერი" – ოპოზიცია ღარიბაშვილის წერილს აფასებს

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
პრემიერი აბსურდულად მიიჩნევს იმ ვერსიას, რომ ექს-პრეზიდენტი ციხეში შეგნებულად ჩაჯდა და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი ოპოზიციაში კრიტიკის საგანი გახდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ოთხშაბათს სოციალურ ქსელში ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში მოხვედრის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.
რატომ დაბრუნდა სააკაშვილი სამშობლოში? ღარიბაშვილის ღია წერილი>>>
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

„მათ კარგად იციან, რომ მიშა ციხეში – გამოუვალი მდგომარეობაა მათთვის (ხელისუფლებისთვის) და არა მიშასთვის... სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ მხნედაა. მისი ჩამოსვლა ნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი... მისი (ღარიბაშვილის) აღნიშნული მიმართვა გამოირჩევა სიმდაბლით, რომელიც „ქართული ოცნებისთვისაა“ დამახასიათებელი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერის ღია წერილს „მორალური და ეთიკური ფსკერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ წერილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ნაკარნახევი.
„ხელისუფლების მთავარი პრობლემა ახლა არის – მიხეილ სააკაშვილი ციხეში. მათ კარგად იციან, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ მასზე, ის ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილმა გადადგა, ძალიან მძიმე და რთული იყო. ეს იყო ზნეობრივ-მორალური ნაბიჯი, რომელიც თავგანწირვას ითვალისწინებს“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი სახელის შებღალვა, რაც მათ პოლიტიკურ ამოცანად იქცა.
„რაც ამ წერილში ამოვიკითხე, არის ინტელექტუალური, ზნეობრივი, მორალური, ეთიკური ფსკერი. მგონია, რომ ეს არ არის ღარიბაშვილის წერილი, ეს არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევი წერილი“, – აღნიშნა წიკლაურმა.
„ოცნება“ კმაყოფილია
პრემიერის დღეს გამოქვეყნებული ღია წერილი მოსწონთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

„ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთდა აბსოლუტურად რელევანტური შეფასებები და სწორი ანალიზი იმისა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილის მოტივაცია, როდესაც მან საზოგადოებას ახალი ავანტიურა შესთავაზა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
რა შემთხვევაში დათანხმდება სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადიციას – ელიზავეტა იასკო>>>
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური