https://sputnik-georgia.com/20211007/berznul-romauli-widaoba-qartvelma-falavnebma-msoflio-cempionatze-warumatebeli-starti-aires-260337269.html
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველმა ფალავნებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველმა ფალავნებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს
ყველა ქართველმა ფალავანმა წააგო თავისი ბრძოლა, მხოლოდ ერთი ინარჩუნებს ბრინჯაოს მედლის აღების შანსებს. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T21:52+0400
2021-10-07T21:52+0400
2021-10-07T22:59+0400
სპორტი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24267/40/242674007_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_c7ebf4accc3383575f039c1ba2ce7f0a.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარუმატებელი სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარეობს.ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ოთხი მოჭიდავით, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება გელა ბოლქვაძემ (-77 კგ) შეძლო. პირველ წრეში ქართველმა ფალავანმა სძლია ჟოილსონ რამოსს (5:0), თუმცა უკვე მეორე რაუნდში დამარცხდა ირანელ მოჰამადალი გერაიესთან (1:6).საქართველოს ნაკრების ყველა სხვა მოჭიდავემ - ნუგზარ წურწმუმიამ (-55 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (-72 კგ) და აივენგო რიკაძემ (-82 კგ) პირველივე შერკინებები წააგეს.აღსანიშნავია, რომ წურწუმიას ჯერ კიდევ აქვს მედლის აღების შანსი. ქართველმა რეპეშაჟში წააგო რუსეთის წარმომადგენელ ემინ სეფერშაევთან, რომელიც ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ წურწუმიას ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან შეუძლია. მისი პირველი მეტოქე იქნება ხორლან ჟაკანშა ყაზახეთიდან.იმ შემთხვევაში, თუ წურწუმია ამ ბარიერს გადალახავს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ის სომხეთის წარმომადგენელ ნორაირ ახოიანს დაუპირისპირდება.ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოსლოში 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211004/geno-petriashvili-vice-chempionia-260191240.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24267/40/242674007_0:0:948:711_1920x0_80_0_0_1a81a1cc59107cf96a5887c731f297e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველმა ფალავნებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს
21:52 07.10.2021 (განახლებულია: 22:59 07.10.2021) ყველა ქართველმა ფალავანმა წააგო თავისი ბრძოლა, მხოლოდ ერთი ინარჩუნებს ბრინჯაოს მედლის აღების შანსებს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარუმატებელი სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარეობს.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ოთხი მოჭიდავით, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება გელა ბოლქვაძემ (-77 კგ) შეძლო. პირველ წრეში ქართველმა ფალავანმა სძლია ჟოილსონ რამოსს (5:0), თუმცა უკვე მეორე რაუნდში დამარცხდა ირანელ მოჰამადალი გერაიესთან (1:6).
საქართველოს ნაკრების ყველა სხვა მოჭიდავემ - ნუგზარ წურწმუმიამ (-55 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (-72 კგ) და აივენგო რიკაძემ (-82 კგ) პირველივე შერკინებები წააგეს.
აღსანიშნავია, რომ წურწუმიას ჯერ კიდევ აქვს მედლის აღების შანსი. ქართველმა რეპეშაჟში წააგო რუსეთის წარმომადგენელ ემინ სეფერშაევთან, რომელიც ფინალში გავიდა. ეს ნიშნავს, რომ წურწუმიას ჩემპიონატის ბრინჯაოსთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან შეუძლია. მისი პირველი მეტოქე იქნება ხორლან ჟაკანშა ყაზახეთიდან.
იმ შემთხვევაში, თუ წურწუმია ამ ბარიერს გადალახავს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ის სომხეთის წარმომადგენელ ნორაირ ახოიანს დაუპირისპირდება.
ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოსლოში 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.