გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

© REUTERS / LEAH MILLISგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
გენო პეტრიაშვილი ფინალურ ორთაბრძოლაში ირანელ სპორტსმენთან ანგარიშით 2:9 დამარცხდა. დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლისთვის კიდევ ორი ქართველი იჭიდავებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
125 კგ-მდე წონით კატეგორიაში პეტრიაშვილი საფინალო ორთაბრძოლაში ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან ანგარიშით 2:9 დამარცხდა.
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
ახალგაზრდა ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
აღსანიშნავია, რომ ორი ქულა პეტრიაშვილმა შეხვედრის დასაწყისში მოიპოვა, თუმცა დარჩენილი წუთები ირანელი სპორტსმენის სრული უპირატესობით წარიმართა.
გუშინ ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა ავთანდილ კენჭაძეს, რომელიც 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მაგრამ მან მესამე ადგილისთვის ბრძოლა რუს ტიმურ ბიჟოევთან ანგარიშით 6:8 წააგო.
დღეს ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს. ნიკა კენჭაძე, რომელიც 79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, რეპეშაჟიდან ამოსულ მოჭიდავეს შეხვდება. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ირაკლი მწითურსაც (92 კგ-მდე წონითი კატეგორია.), რომელიც რეპეშაჟში უკრაინელ ანდრეი ვლასოვს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 2 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0