https://sputnik-georgia.com/20210928/axalgazrda-ziudoistebi-msoflio-cempionatze-259967656.html
ახალგაზრდა ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
ახალგაზრდა ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
Sputnik საქართველო
მწვრთნელებმა ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელეს. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T15:57+0400
2021-09-28T15:57+0400
2021-09-28T20:39+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287649_0:229:2829:1820_1920x0_80_0_0_df062bea11a590354b05505d06f98948.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. იტალიის ქალაქ ოლბიაში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს.ქართველი სპორტსმენები იტალიაში 4 ოქტომბერს გაფრინდებიან, მანამდე კი უკვე ერთი კვირაა, რაც ძიუდოისტ ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება ქალაქ გორში დაიწყო. შეკრება 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.ბიჭების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღეს დაასახელა.ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ასევე დაარეგისტრირა თავისი ოთხი შეგირდი.საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ძიუდიოისტთა შემადგენლობა ასეთია:ვაჟები:ქალები:გუნდის მწვრთნელების თქმით, ქართველ სპორტსმენებს მედლების მოპოვების შანსები აქვთ.მათ ამ ვარაუდს 20 სექტემბერს ლუქსემბურგში გამართული ევროპის ახალგაზდული ჩემპიონატის მაჩვენებლებიც უმყარებთ, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მამაკაცთა შორის ხუთი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი 90 კილოგრამში ნიკა ხარაზიშვილი გახდა, ვერცხლის მედალს გიორგი სარდალაშვილი (60) და საბა ინანეიშვილი (+100) დაეუფლნენ, ბრინჯაოს - თორნიკე ფოლადიშვილი (90) და ილია სულამანიძე (100).
https://sputnik-georgia.com/20210928/ziudo-saqartevlom-sesazloa-msoflios-cemiponats-umaspinzlos-259962627.html
https://sputnik-georgia.com/20210928/-------widaoba-cnobilia-msoflio-cempionatze-saqartvelos-nakrebis-semadgenloba-259964071.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287649_50:0:2779:2047_1920x0_80_0_0_371f7747f559777c59e1a4bda59a15ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ახალგაზრდა ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
15:57 28.09.2021 (განახლებულია: 20:39 28.09.2021) მწვრთნელებმა ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელეს.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. იტალიის ქალაქ ოლბიაში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით
იასპარეზებს.
ქართველი სპორტსმენები იტალიაში 4 ოქტომბერს გაფრინდებიან, მანამდე კი უკვე ერთი კვირაა, რაც ძიუდოისტ ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება ქალაქ გორში დაიწყო. შეკრება 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
28 სექტემბერი 2021, 14:16
ბიჭების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღეს დაასახელა.
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ასევე დაარეგისტრირა თავისი ოთხი შეგირდი.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ძიუდიოისტთა შემადგენლობა ასეთია:
60 კგ – გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი
81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ – ნიკა ხარაზიშვილი; ლაშა მღებრიშვილი
100 კგ – ილია სულამანიძე; მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ – საბა ინანეიშვილი; ირაკლი დემეტრაშვილი
52 კგ – მარიამ ლაფაჩიშვილი; რეგინა უთნელიშვილი
გუნდის მწვრთნელების თქმით, ქართველ სპორტსმენებს მედლების მოპოვების შანსები აქვთ.
28 სექტემბერი 2021, 15:14
მათ ამ ვარაუდს 20 სექტემბერს ლუქსემბურგში გამართული ევროპის ახალგაზდული ჩემპიონატის მაჩვენებლებიც უმყარებთ, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მამაკაცთა შორის ხუთი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი 90 კილოგრამში ნიკა ხარაზიშვილი გახდა, ვერცხლის მედალს გიორგი სარდალაშვილი (60) და საბა ინანეიშვილი (+100) დაეუფლნენ, ბრინჯაოს - თორნიკე ფოლადიშვილი (90) და ილია სულამანიძე (100).