რამ გამოიწვია ვარკეთილში აფეთქება – „თბილისი ენერჯის" განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashvili„თბილისი ენერჯი"
„თბილისი ენერჯი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, დილით მოხდა, ამჟამად აღნიშნულ კორპუსში გაზის მიწოდება შეწყვეტილია.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ვარკეთილის საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა. ეს განცხადება კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ხანძრის ჩაქრობის შემდეგ შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული.
სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
გაზის მიმწოდებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს გაზქურა ადგილზე დახვდათ, შიგნით ინვენტარი კი არ არის დაზიანებული ისე, როგორც ეს შეიძლება გაზის აფეთქებას გამოეწვია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ჯერ ხანძარი, შემდეგ კი მიკროაფეთქებები იყო, რაც, შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ნივთების მიზეზით მომხდარიყო.

„მოხდა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის მიერ ადგილის დათვალიერება და შესწავლა. პირველადი დათვალიერებით აღნიშნული ინციდენტი გაზის აფეთქებასთან დაკავშირებული არ არის. სხვა ვერსიებზე არ შემიძლია ვისაუბრო, თუმცა შემიძლია გამოვრიცხო, რომ გაზისგან მოხდა აფეთქება“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ.

ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ამ დილით მოხდა. თავდაპირველად მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად იყო გამოწვეული.
დაშავდა ერთი ადამიანი, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0