ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

© photo: Sputnikსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ ადამიანი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.
საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ყველა ახალი ამბავი
0