https://sputnik-georgia.com/20211007/20-wlis-fexburtelis-ojaxma-prokuraturas-mimarta-260329409.html
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა პროკურატურას მიმართა
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა პროკურატურას მიმართა
20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T18:35+0400
2021-10-07T18:35+0400
2021-10-07T22:31+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
შემთხვევები
ახალი ამბები
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის გართულებების შედეგად კლინიკაში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.20 წლის ვახტანგი ჩარკვიანი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 10 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახს არ სჯერა, რომ სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ვირუსი გახდა. გარდაცვლილის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს. იგი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. გარდა ამისა, ჩარკვიანის ოჯახის თქმით, მედპერსონალს უფლება არ ჰქონდა გაესაჯაროვებინა პაციენტის პირადი ინფორმაცია და მისი მდგომარეობის თაობაზე კომენტარი გაეკეთებინა, როდესაც იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.გაიოზ ჩარკვიანის თქმით, მას მობილურ ტელეფონში შენახული აქვს შვილისგან მიღებული აუდიოშეტყობინებები, სადაც იგი მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ჯანდაცვის სამინისტროშიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მარეგულირებელი ორგანო აღნიშნულ საკითხს სწავლობს და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებზე ამომწურავ პასუხს გასცემს.
https://sputnik-georgia.com/20211006/ra-semtxvevasi-gaxdeba-vaqcinacia-savaldebulo-cxaizis-ganmarteba-260292642.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
შემთხვევები, ახალი ამბები, კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა პროკურატურას მიმართა
18:35 07.10.2021 (განახლებულია: 22:31 07.10.2021) 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის გართულებების შედეგად კლინიკაში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
20 წლის ვახტანგი ჩარკვიანი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 10 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახს არ სჯერა, რომ სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ვირუსი გახდა.
გარდაცვლილის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს. იგი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. გარდა ამისა, ჩარკვიანის ოჯახის თქმით, მედპერსონალს უფლება არ ჰქონდა გაესაჯაროვებინა პაციენტის პირადი ინფორმაცია და მისი მდგომარეობის თაობაზე კომენტარი გაეკეთებინა, როდესაც იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
გაიოზ ჩარკვიანის თქმით, მას მობილურ ტელეფონში შენახული აქვს შვილისგან მიღებული აუდიოშეტყობინებები, სადაც იგი მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.
„ჩემი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა არა 12 დღე, არამედ თითქმის ერთი თვე – 11 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე. შეცდომა, დაუდევრობა, გულგრილობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – დიდი ალბათობით, ყოველივე ზემოჩამოთვლილმა გამოიწვია ჩემი შვილის სიკვდილი. როგორც კი ჩვენების მისაცემად დამიბარებენ, ჩემს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას წარვადგენ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ჯანდაცვის სამინისტროშიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მარეგულირებელი ორგანო აღნიშნულ საკითხს სწავლობს და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებზე ამომწურავ პასუხს გასცემს.