https://sputnik-georgia.com/20211006/ra-semtxvevasi-gaxdeba-vaqcinacia-savaldebulo-cxaizis-ganmarteba-260292642.html
რა შემთხვევაში გახდება ვაქცინაცია სავალდებულო: ჩხაიძის განმარტება
რა შემთხვევაში გახდება ვაქცინაცია სავალდებულო: ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღეში თუ მინიმუმ 20 ათასი ადამიანი აიცრა, სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი საჭირო არ გახდება. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T19:12+0400
2021-10-06T19:12+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24787/03/247870303_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a541febb43d6baca9d323c5f86c9b0ff.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. თუ საქართველოში 2-3 კვირაში დღეში 20 ათას ადამიანი არ აიცრება, მაშინ პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის განხილვა აუცილებელი გახდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.საქართველოში აცრის ტემპმა ბოლო რამდენიმე კვირაა საგრძნობლად იკლო. ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ათასზე ნაკლებია, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში თითქმის 25-30 ათასამდე ადამიანი იცრებოდა. საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია.ჩხაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განხილულა და გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია სარეზერვო გეგმაა.როგორც მან აღნიშნა, თუ დღეში მინიმუმ 20 ათასი ადამიანი აიცრა, სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი საჭირო არ გახდება.მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების - სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების - სავალდებულო ვაქცინაციას ღიად ემხრობა აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.საქართველოში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად და სოფლების დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებისთვის ექიმების და ექთნების წახალისების პროგრამა დაიწყო. ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. რამდენად აისახება ეს სიახლე ვაქცინაციის ტემპზე, მომავალში გამოჩნდება.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია1.836.443 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 993.154 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 843.289 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,5%. 5 ოქტომბერს აიცრა 9.075 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211006/cxaize-mozardebis-vaqcinaciaze-260283212.html
https://sputnik-georgia.com/20211005/kuriozi-absurdis-teatri-tengiz-cercvaze-vaqcinaciis-tempebis-gamo-gaognebulia-260260585.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24787/03/247870303_254:250:1741:1365_1920x0_80_0_0_65cca2877d767909ef9c4258a064a014.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რა შემთხვევაში გახდება ვაქცინაცია სავალდებულო: ჩხაიძის განმარტება
19:12 06.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღეში თუ მინიმუმ 20 ათასი ადამიანი აიცრა, სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი საჭირო არ გახდება.
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. თუ საქართველოში 2-3 კვირაში დღეში 20 ათას ადამიანი არ აიცრება, მაშინ პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის განხილვა აუცილებელი გახდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში აცრის ტემპმა ბოლო რამდენიმე კვირაა საგრძნობლად იკლო. ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ათასზე ნაკლებია, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში თითქმის 25-30 ათასამდე ადამიანი იცრებოდა. საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია.
ჩხაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განხილულა და გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია სარეზერვო გეგმაა.
„მინიმუმ 20 ათასი აცრა დღეში არის ის რიცხვი, რომელიც წლის ბოლოს მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველომ მიაღწია პანდემიის კონტროლს. ეს არ არის საბოლოო სამიზნე. ჩვენი საბოლოო სამიზნე, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, არის ზრდასრული მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც მან აღნიშნა, თუ დღეში მინიმუმ 20 ათასი ადამიანი აიცრა, სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი საჭირო არ გახდება.
მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების - სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების - სავალდებულო ვაქცინაციას ღიად ემხრობა აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
საქართველოში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად და სოფლების დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებისთვის ექიმების და ექთნების წახალისების პროგრამა დაიწყო. ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. რამდენად აისახება ეს სიახლე ვაქცინაციის ტემპზე, მომავალში გამოჩნდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია1.836.443 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 993.154 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 843.289 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 29,5%. 5 ოქტომბერს აიცრა 9.075 ადამიანი.