Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„კურიოზი, აბსურდის თეატრი“ - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის ტემპების გამო გაოგნებულია

© photo: Sputnikთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი ძალიან შემცირებულია - 4 ოქტომბერს ქვეყანაში მხოლოდ 8.106 ადამიანი აიცრა
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციაზე უარის თქმით პირდაპირ საბოტაჟს უწყობს საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს, მიაჩნია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს.
„ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი. ქვეყანაში გვაქვს 3 ათასი ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-დან 40-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს 3 მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა იწყება
მისი თქმით, დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 65% იყოს აცრილი.
„საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან, წირავენ სასიკვდილოდ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლების დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებისთვის ექიმების და ექთნების წახალისების პროგრამა დაიწყო. ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. საქართველოში მოქალაქეებს ამჟამად არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
5 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 835.645 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 29,3%.
ყველა ახალი ამბავი
0