Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა იწყება

© press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
პროგრამა, რომელიც ვაქცინაციის პროცესში ოჯახის ექიმების აქტიურ ჩართვასა და მათი ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სოფლების დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებისთვის, ვფიქრობთ, 15 ოქტომბრიდან დავიწყოთ ვაქცინაციის მარათონი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განმარტებით, პროგრამა ვაქცინაციაში 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მოსაზიდად ღრმა კონსულტაციებსა და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების შესაბამისად გაზრდას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროში ოჯახის ექიმებისა და ექთნების წახალისებაზე წინა თვეში ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სამედიცინო პერსონალის იმ წევრებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ვაქცინაციაში დაარწმუნებენ, ანაზღაურება გაეზრდებათ. გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახის ექიმები და ექთნები უფრო აქტიურად გავიდნენ უბნებზე, მივიდნენ მოქალაქეებთან ბინაზე, თუ მათ ვაქცინის გასაკეთებლად მეტი ახსნა-განმარტება და დარწმუნება სჭირდებათ.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
დამატებითი ღონისძიებები ვაქცინაციის წახალისებისთვის – გამყრელიძის განმარტება
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
5 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.826.786 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 991.141 ადამიანი. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 835.645 ადამიანი. 4 ოქტომბერს აიცრა 8.106 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0