სახლი კიდევ 130 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა

© courtesy of Tusheti National Parkსახლი თუშეთში
სახლი თუშეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
2021 წელს ჯამში 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახის განსახლება მოხდება, მათ ალტერნატიულ სახლებს გადასცემენ.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 130 ოჯახს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლებს გადასცემს.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
ოჯახებს საშუალება აქვთ, 30.000 ლარის ფარგლებში საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევა. მნიშვნელოვანია, რომ წელს სახლის შესყიდვის მიზნით თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25.000 ლარიდან 30.000 ლარამდე გავზარდეთ. ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახების მიერ შერჩეულ სახლებს უმეტეს შემთხვევაში მიწის ნაკვეთებიც ახლავს თან, რაც მათთვის შემოსავლის დამატებითი წყარო გახდება.
მიწების დამუშავება ხულოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2021
განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
ეკომიგრანტის სტატუსი კანონით განსაზღვრული არაა. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №779 ბრძანებით, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც ეკომიგრანტებად მიიჩნევიან. ამ ბრძანების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად და გადაადგილებას დაქვემდებარებულად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება პირი, რომლის სახლიც დანგრეულია და ვერ აღდგება, ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ყველა ახალი ამბავი
0