https://sputnik-georgia.com/20210905/gansaxlebul-devnilebsa-da-ekomigrantebs-grantebi-gadaecemat-259326469.html
განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
Sputnik საქართველო
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება ხვალიდან, 6 სექტემბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 05.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-05T14:43+0400
2021-09-05T14:43+0400
2021-09-05T14:43+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366465_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_82ae8a7d51b062fe23ac18501d952c4d.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. კერძოდ, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 6 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში იქნება შესაძლებელი. პროგრამის მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.
https://sputnik-georgia.com/20210830/devnil-ojaxebs-farti-simbolur-fasad-gadaecema-259128517.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366465_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_b785e954e3ed5f8c82344c0546872ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება ხვალიდან, 6 სექტემბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განსახლებასთან ერთად, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი და რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე. ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.
კერძოდ, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 6 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში იქნება შესაძლებელი.
პროგრამის მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.