https://sputnik-georgia.com/20211006/xostaria-xmebis-gadatvlas-200-ubanze-moitxovs-260272370.html
ელენე ხოშტარია ხმების გადათვლას 200 უბანზე მოითხოვს
ელენე ხოშტარია ხმების გადათვლას 200 უბანზე მოითხოვს
Sputnik საქართველო
შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შედეგად თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მიიჩნევს პოლიტიკოსი. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T12:52+0400
2021-10-06T12:52+0400
2021-10-06T18:08+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846177_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_1cf35846b6597af5e30c96d0a4fbc5a5.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 200-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს.თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.ხოშტარიას თქმით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა. ის დარწმუნებულია, რომ შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შემდეგ თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.43%–იანი ბარიერი გადალახულია – ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები? ევროპარლამენტარების შეფასება>>მაგალითად, ერთ-ერთი ოქმის მიხედვით, საარჩევნო უბანზე სულ დარეგისტრირებული იყო 1.719 ამომრჩეველი, მაგრამ გამოცხადდა „1.752“.მისი თქმით, ათობით ისეთი ოქმია აღმოჩენილი, სადაც შედეგები ხელით არის გადასწორებული.„დავიცავთ თითოეულ ხმას“, – განაცხადა ხოშტარიამ.საეჭვო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოები „დროას“ ლიდერმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.თბილისში პროპორციულ არჩევნებში გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 2,5%-ია.თბილისის საკრებულო 50 დეპუტატისგან შედგება. არჩევნების შედეგებით, მასში შევიდა ექვსი პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ხალხისთვის“.პროპორციული სიებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 46,74%-ით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7%, ხოლო მესამეზე – ექს-პრემიერ გახარიას „საქართველოსთვის – 7,8%.არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20211004/ceskom-saarcevno-ubnebis-100-procenti-daitvala-romeli-partiebi-moxvdnen-sakrebulosi-260217338.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846177_270:264:2051:1600_1920x0_80_0_0_30267f4c01f2bb50e19943824385a1b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ელენე ხოშტარია ხმების გადათვლას 200 უბანზე მოითხოვს
12:52 06.10.2021 (განახლებულია: 18:08 06.10.2021) შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შედეგად თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 200-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ხოშტარიას თქმით, შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა. ის დარწმუნებულია, რომ შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შემდეგ თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
მაგალითად, ერთ-ერთი ოქმის მიხედვით, საარჩევნო უბანზე სულ დარეგისტრირებული იყო 1.719 ამომრჩეველი, მაგრამ გამოცხადდა „1.752“.
„200-ზე მეტ უბანზე შევიტანეთ გადათვლის მოთხოვნა. ეს რადიკალურად შეცვლის სურათს არა უბრალოდ ციფრებში, არამედ თბილისში, თბილისის საკრებულოში. ეს დაგვიმტკიცებს, რომ რეალურად საკრებულო ეკუთვნის ოპოზიციას“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, ათობით ისეთი ოქმია აღმოჩენილი, სადაც შედეგები ხელით არის გადასწორებული.
„დავიცავთ თითოეულ ხმას“, – განაცხადა ხოშტარიამ.
საეჭვო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოები „დროას“ ლიდერმა თავის
Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
თბილისში პროპორციულ არჩევნებში გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 2,5%-ია.
თბილისის საკრებულო 50 დეპუტატისგან შედგება. არჩევნების შედეგებით, მასში შევიდა ექვსი პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ხალხისთვის“.
პროპორციული სიებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 46,74%-ით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7%, ხოლო მესამეზე – ექს-პრემიერ გახარიას „საქართველოსთვის – 7,8%.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.