Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

43%-იანი ბარიერი გადალახულია – ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები? ევროპარლამენტარების შეფასება

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსი და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, საქართველომ 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, ნათქვამია ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის მიერ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკომ საარჩევნო უბნების 100% დაითვალა - რომელი პარტიები მოხვდნენ საკრებულოში>>>
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დათვლის შედეგად პროპორციული სიებით გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 46,69% მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 30,7% მიიღო.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46,6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის შეფასებით, არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედიაგარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ზოგჯერ სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მიდიოდა.
„ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ მასკარადი მოაწყვეს – გახარიამ არჩევნების შედეგები შეაფასა>>>
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ევროდეპუტატები მოუწოდებენ ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ გასწიონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად და არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად.

„არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, აღმოიფხვრას პირველი ტურის დროს დაფიქსირებული დარღვევების შემთხვევები. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური სუბიექტები პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენენ. მათ პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ, დაპირისპირების ფურცელი უნდა გადაშალონ და საჭირო რეფორმები განახორციელონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტად პოლიტიზებული იყო, რომლის მთავარ ინტრიგასაც ხმების 43% წარმოადგენდა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უნდა აეღო.
სწორედ ეს პროცენტული მაჩვენებელი წარმოადგენდა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ აღნიშნული ბარიერი გადალახა და ამით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი ამოიწურა, ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0