Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ხმაური ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან: ოპოზიცია ოქმების გაუქმებას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerხმაური ისნის საოლქო კომისიასთან
ხმაური ისნის საოლქო კომისიასთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
ოპოზიცია იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც, მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები და მხარდამჭერები რამდენიმე უბნის გადათვლას ითხოვენ. მათი განცხადებით, უბნების ნაწილზე იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი იყო მისული.
აქციის მონაწილეებმა ყვირილითა და შეძახილებით გააცილეს ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლის თქმითაც, დარღვევა არ ყოფილა და გადაწერისას ტექნიკური შეცდომა მოხდა.
ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიცია.
ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საოლქო კომისიებში რამდენიმე ასეული საჩივარი შეიტანეს. პარტიები ხმების გადათვლას მოითხოვენ.
ბიულეტენები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
არჩევნები 2021
ცესკო: მონაცემები შეიცვალა 121 უბანში
ცესკოს მონაცემებით, უკვე გადათვლილია 360 უბნის შედეგები და 121 უბანზე გამოვლინდა უზუსტობები. გადათვლის შედეგად ხმები დაემატა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას.
პარტიების კიდევ ორი პრეტენზია ეხება ბათილ ბიულეტენებს და დისბალანსს ოქმებში - როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვევა მიღებული ხმების რაოდენობას.
ყველა ახალი ამბავი
0