ნაძალადევი და მთაწმინდა – რამდენ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ნაძალადევისა (63 ოჯახი) და მთაწმინდის (3 ოჯახი) რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.

„მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება. აღნიშნული პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მომავალშიც გვერდით დავუდგებით. ყველა ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. გულწრფელად მინდა მივულოცო ამ ადამიანებს და ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, მერიამ დაუკანონებელი ფართების პრობლემის მოგვარება 2017 წელს დაიწყო და პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
258 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური