258 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
გადაწყვეტილება სხვადასხვა რაიონში ბინების დაკანონების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში მცხოვრებ 258 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან საკუთრებაში მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა>>
დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ასევე წყალტუბოს, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, მარტვილის, ხონის, ზესტაფონის, დუშეთის, გარდაბნის, მარნეულის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

„დევნილი მოსახლეობის დახმარება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და გამოწვევაა. ვფიქრობთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება დადებითად წაადგება ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ ქონებების უფრო რაციონალურად გამოყენებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ოჯახებისთვის ფართების დაკანონების შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობით მიმართა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა მათ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოამზადა შესაბამისი განკარგულება და დასამტკიცებლად წარადგინა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
2012 წლიდან დღემდე 27 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინები და დაუკანონდა ფართები.
ყველა ახალი ამბავი
0