https://sputnik-georgia.com/20210917/wyaltuboshi-devnilebs-sacxovrebeli-partebi-gadasces-259674218.html
წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
Sputnik საქართველო
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართი 27 ათას იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T13:19+0400
2021-09-17T13:19+0400
2021-09-17T18:31+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24284/50/242845018_0:137:1921:1217_1920x0_80_0_0_75aaaabe0a53d913cd28bc05fab084d5.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ.ბინების საზეიმოდ გადაცემის ცერემონია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 420 ოჯახს გადაეცა.პრემიერის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები 27 ათას დევნილ ოჯახს გადაეცა და დაუკანონდა.მთავრობის ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინები ასევე გადაეცემა ზუგდიდში „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში მცხოვრებ 200-მდე დევნილ ოჯახს. 2021 წლის ბოლომდე ახალ საცხოვრებელს კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ზუგდიდში დევნილებისთვის დამატებით 1.700 ბინის აშენება იგეგმება.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
https://sputnik-georgia.com/20210902/qartvel-samxedroebs-tbilisis-semdeg-axali-binebi-gorsi-gadaeca-259265413.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24284/50/242845018_69:0:1776:1280_1920x0_80_0_0_4637a2fb00d6c0aec851cafaa827a866.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილები ფართები წყალტუბო
დევნილები ფართები წყალტუბო
წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
13:19 17.09.2021 (განახლებულია: 18:31 17.09.2021) 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართი 27 ათას იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ.
ბინების საზეიმოდ გადაცემის ცერემონია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 420 ოჯახს გადაეცა.
„წლების განმავლობაში წყალტუბოს ყველა სანატორიუმში ჩვენი ძვირფასი დევნილები ცხოვრობდნენ ძალიან მძიმე პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები 27 ათას დევნილ ოჯახს გადაეცა და დაუკანონდა.
„გილოცავთ ყველას ახალმოსახლეობას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნება – რომ დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, არის და იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინები ასევე გადაეცემა ზუგდიდში „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში მცხოვრებ 200-მდე დევნილ ოჯახს. 2021 წლის ბოლომდე ახალ საცხოვრებელს კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ზუგდიდში დევნილებისთვის დამატებით 1.700 ბინის აშენება იგეგმება.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.