https://sputnik-georgia.com/20211006/saqartvelo-cnobili-arabi-fotografebis-obieqtivsi-fotosesia-sparsetis-yuris-qveynebistvis-260295137.html
საქართველო ცნობილი არაბი ფოტოგრაფების ობიექტივში - ფოტოსესია სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის
საქართველო ცნობილი არაბი ფოტოგრაფების ობიექტივში - ფოტოსესია სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის
Sputnik საქართველო
ფოტოტურის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T20:05+0400
2021-10-06T20:05+0400
2021-10-07T11:29+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23752/17/237521738_0:101:2001:1226_1920x0_80_0_0_e892ed667cce5d63db75818bcb7a0f49.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პოტენციალს, აღნიშნავს თავის Facebook-გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ფოტოგრაფები 10 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ.პრესტურის მონაწილეები მომზადებულ ფოტო და ვიდეომასალებს როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ასევე საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გამოცემებს მიაწვდიან.„ჩვენ ვიღებთ ყველაზე ლამაზ ადგილებს და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტ მედიასაშუალებას მივაწვდით ამ მასალას გასავრცელებლად. აღმოვაჩინეთ საოცარი სტუმარმასპინძლობა, რაც მთავარია, დავრწმუნდით, როგორი უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო ტურისტებისთვის. ჩვენ ვიხილეთ, როგორ იცავენ კოვიდპროტოკოლებს აეროპორტში, სასტუმროში, რესტორნებში“, - აცხადებს ფოტოგრაფი ენდი მარტი.მასალები საქართველოს შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდება და მათ ათიათასობით გამომწერი გაეცნობა. გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცემა, რომელიც ამ მასალებს მარკეტინგულ კამპანიებში გამოიყენებს.სტუმრები საამიროებიდან საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტების, ბუნების, დაცული ტერიტორიებისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს მოამზადებენ.
https://sputnik-georgia.com/20210930/saqartvelo-bulgarel-jurnalistebs-maspinzlobs-260048385.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23752/17/237521738_114:0:1885:1328_1920x0_80_0_0_5e5ed01fceb3d680e9350c00844d9b93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
საქართველო ცნობილი არაბი ფოტოგრაფების ობიექტივში - ფოტოსესია სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის
20:05 06.10.2021 (განახლებულია: 11:29 07.10.2021) ფოტოტურის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ეცნობიან საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პოტენციალს, აღნიშნავს თავის
Facebook-გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ფოტოგრაფები 10 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ.
პრესტურის მონაწილეები მომზადებულ ფოტო და ვიდეომასალებს როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ასევე საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გამოცემებს მიაწვდიან.
30 სექტემბერი 2021, 15:49
„ჩვენ ვიღებთ ყველაზე ლამაზ ადგილებს და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტ მედიასაშუალებას მივაწვდით ამ მასალას გასავრცელებლად. აღმოვაჩინეთ საოცარი სტუმარმასპინძლობა, რაც მთავარია, დავრწმუნდით, როგორი უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო ტურისტებისთვის. ჩვენ ვიხილეთ, როგორ იცავენ კოვიდპროტოკოლებს აეროპორტში, სასტუმროში, რესტორნებში“, - აცხადებს ფოტოგრაფი ენდი მარტი.
მასალები საქართველოს შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდება და მათ ათიათასობით გამომწერი გაეცნობა. გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცემა, რომელიც ამ მასალებს მარკეტინგულ კამპანიებში გამოიყენებს.
სტუმრები საამიროებიდან საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტების, ბუნების, დაცული ტერიტორიებისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს მოამზადებენ.